|
2017-03-22 17:59:25, 1384 ნახვა
საზოგადოება
„შავნაბადას“ მოსწავლეებს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უმასპინძლეს
22 მარტს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ მოსწავლეებს უმასპინძლა. 12-დან 15 წლამდე მოზარდები სასწავლო ცენტრში პირველად სარეანიმაციო ღონისძიებებს გაეცნენ და მანეკენებზე თავად სცადეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი ელემენტარული მანიპულაციების ჩატარება. ღონისძიების მიზანია მოზარდებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ელემენტარული მანიპულაციების სწავლება, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ. როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა სოლომონ როსტომაშვილმა აღნიშნა, ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის აღზრდისთვის. „ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ ახალგაზრდებს პირველადი ცოდნა და გამოცდილება სამედიცინო სფეროში“, - განაცხადა მან. გიმნაზიის წარმომადგენლების თქმით, დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. მათ ყოველთვის უნდოდათ იმის ნახვა, თუ როგორ მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. გიმნაზიის მოსწავლეები აქციას „მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“ შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ღონისძიებები თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში პერიოდულად იმართება. სასწავლო ცენტრის თანამშრომლებმა პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი უნარები უკვე გააცნეს ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის უფროსკლასელებს და ახმეტელის თეატრთან არსებულ ახალგაზრდული კლუბის წევრებს. (NS)
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)