06:59 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 15:33:36, 2158 ნახვა

სამართალი კომენტარი
შოთაძე: ბევრი პრეტენზია მომისმენია ნარკოტიკების „ჩადებასთან“ დაკავშირებით, მაგრამ მტკიცებულებები არ არსებობს

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბევრი პრეტენზია მოუსმენია პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკების ე.წ. ჩადებასთან დაკავშირებით, თუმცა  ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის ერთ-ერთი მეთოდი სწორედ მსგავს თემაზე საუბარია. შოთაძე ამბობს, რომ როცა მტკიცებულება არ არსებობს, არავინაა ვალდებული, თავისი უდანაშაულობა ამტკიცოს:

„ბევრმა ადამიანმა შეიძლება რაიმე თქვას. არსებობს კონკრეტულად დაცვის  მეთოდიკის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის ბევრი პრეტენზია მომისმენია „ჩადებასთან“ დაკავშირებით, თუმცა, როდესაც არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები,  იმაზე საუბარი, რომ პოლიციამ ჩაიდინა დანაშაული, არასწორია. ყველაფერს შესაბამისი მტკიცებულება სჭირდება. როგორც პიროვნების დაკავებას სჭირდება მტკიცებულება , რომელსაც ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდება, მისი დაკავებისთვის და ბრალის წარდგენისათვის არის საჭირო შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა,  ასევე პოლიციელების მიმართ თუ არსებობს პრეტენზიები, მათ მიმართ რომ განხორციელდეს სამართლებრივი ზომები, უნდა არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები. ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი და არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics