|
2017-03-17 15:16:43, 1286 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირის N55-სა და გვეტაძის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება, რის შემდეგაც აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. მათივე ცნობით, ცაბაძისა და წყალტუბოს ქუჩებზე, ასევე წერეთლის გამზირზე სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც დეკორატიული ფილები მოეწყობა, შეიცვლება სანაგვე ურნები და სკამები. გარდა ამისა, სკვერებში გაკეთდება საბავშვო მოედნები და დამონტაჟდება ახალი ატრაქციონები. საგაზაფხულო გამწვანების ფარგლებში, სკვერებში სხვადასხვა სახის ხე-მცენარე დაირგვება. რაიონში მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და საქართველოს პარლამენტის დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი გაეცნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)