|
2015-04-03 19:28:42, 536 ნახვა
პოლიტიკა
ნინო მიქიაშვილი: მოხარული ვიქნები თუ საყდრისთან დაკავშირებით ჩემი საქმიანობით სამართალდამცველები დაინტერესდებიან
ჟურნალისტი, საყდრისის მცველი ნინო მიქიაშვილი კომპანია „RMG Gold”–ზე პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ამ საწარმოსთან მიმართებაში განვითარებულ მოვლენებზე სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. როგორც მიქიაშვილი "ექსპრესნიუსთან" საუბარში ამბობს, თუ სამართალდამცავები საყდრისთან დაკავშირებით მისი საქმიანობით მართლაც დაინტერესდებიან, მოხარული იქნება. რადგან, მისივე თქმით : „ეგებ ასე მაინც მოექცეს მათი ყურადღების არეალში ჩემი სარჩელები“. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან და კომპანია "არემჯი გოლდთან" დაკავშირებით თქვენი ყველა გამონათქვამი, ისევე, როგორც სხვების, ჩემს არქივში მაქვს შენახული. ვფიქრობ (უფრო სწორედ, მინდა რომ ასე იყოს) უფრო მოზომილი და ქვეყნის წარსულსა და ამავდროულად მომავალზე ორიენტირებული იქნებოდა თქვენი გამონათქვამები, ასაკით უფრო დიდი, რომ იყოთ და ცხოვრებაში უფრო მეტი, რომ გქონდეთ ნანახი. ცნობისთვის, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთელი ბონლისის რაიონი „RMG Gold“–ის მუშაობაზეა დამოკიდებული, რადგან ამ კომპანიას 3000 ოჯახი ჰყავს დასაქმებული. ხოლო, ის რაც ბოლნისის საწარმოსთან მიმართებაში მოხდა, ამით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)