04:06 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 12:04:33, 2187 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
უსუფაშვილი „რუსთავი 2“-ს: თქვენ სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, განსაკუთრებით ყურადღებით იყოს

თქვენ სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, იყოს განსაკუთრებით ყურადღებით - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "რუსტავი 2'-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა და ტელეკომპანიის ჟურნალისტს მიმართა. 

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ვითარება "ფეთქებად საშიში" გახდა. 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებს, მის ქონებას თუ სხვის მიერ მისთვის წართმეულ ქონებას თვით აალების მიდრეკილება აქვს. 

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებაზე იფიქრებს, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემის დასაწყისი. 

"თემა ძალიან ფეთქებად საშიში გახდა. თუ ვინმე ხელისუფლებაში იფიქრებს სტრასბურგის გადაწყვეტილების შემოვლითი გზით იგნორირებას, ეს იქნება კიდევ უფრო დიდიო პრობლემების დასაწყისი და ზოგადად, მე თქვენი სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი იყოს განსაკუთრებით ყურადღებით, რადგან გვახსოვს ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებთან მის ქონებას თუ სხვის მიერ მისთვის წართმეულ ქონებას თვით აალების მიდრეკილება აქვს ხოლმე. ამიტომ, მე მინდა დაზღვეული ვიყოთ რაიმე სერიოზული გართულებებისგან. ეს იქნება მთავრობის უგუნურობა თუ რაღაც ამ ტიპის მოვლენები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics