02:46 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 13:25:01, 1761 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია: ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებას აქვს უნარი გამოიტანოს გაკვეთილები მისივე მცდარი გადაწყვეტილებებიდან

,,ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებას აქვს უნარი გამოიტანოს გაკვეთილები მისივე მცდარი გადაწყვეტილებებიდან",  - ამის შესახებ ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს’’ წევრმა ელენე ხოშტარიამ ევროსასამართლოში ქართველი მოსამართლეების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ,სამწუხაროდ, ამ პროცესში საქართველო უკვე დაზარალდა „იმიტომ, რომ უარის თქმა საქართველოს კანდიდატისთვის ძალიან სერიოზული ზიანია ჩვენი პრესტიჟისა და დემოკრატიისთვის“.

„ეს მეტყველებს ჩვენს სასამართლო სისტემაზეც. შერჩეული კანდიდატი იყო ცალსახად პოლიტიზირებული, არაკომპეტენტური და ერთადერთი ნიშნით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ერთგულებით, შერჩეული. ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება აღარ ერიდება უაზრო გადაწყვეტილებებს ქვეყნის გარეთაც კი. ქვეყნის შიგნით როგორ ნიშნავენ მოსამართლეებს ეს უკვე ვიცით, ვიხილეთ მანანა კობახიძე როგორ დანიშნეს საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ როდესაც ამას აკეთებ ქვეყნის გარეთ მსგავს სერიოზულ ინსტიტუტებში, კიდევ უფრო დიდი ზიანია მთლიანად ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟისთვის. ჩვენი სასამართლო სისტემის მთავარი კრახი და პრობლემა არის პოლიტიკური ნება, რომ ჰქონდეთ დამორჩილებული სასამართლო. აქედან მომდინარეობს ყველა ჩვენი შიდა ინსტანციის მსხვრევა, საგარეო იმიჯის ზიანი და ამ შემთხვევაშიც ხელისუფლება არ ერიდება, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღოს’’, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics