22:35 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 11:09:48, 2505 ნახვა

ეკონომიკა
აჭარის ტურისტული შესაძლებლობები მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე წარადგინეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2017-ზე წარადგინა. ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვიზიტორებს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები გააცნეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონში პოპულარული ტურისტული პროდუქტების შესახებ. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ყოველწლიურად 170 ათასამდე დამთვალიერებელს ითვლის. გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას 180 ქვენის 11 ათასამდე ორგანიზაცია წარადგენს. ტურიზმის სფეროში იგი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში.

გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები გერმანული სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ურთიერთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  დეპარტამენტი  რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას წელს პირველად გერმანიაშიც იწყებს. სარეკლამო კომპანიებთან შეხვედრებისას სწორედ,  აჭარის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი სარეკლამო და პიარ აქტივობები განიხილეს. გერმანიაში სარეკლამო აქტივობების დაწყებას განსაკუთრებით უწყობს ხელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის მიმართულებით არსებული ფრენები. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ფრენები გერმანიის სამი ქალაქის -  ბერლინის, დორტმუნდისა და მემინგემის მიმართულებით ხორციელდება. დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას გერმანიის ტურისტულ ბაზარზე გაზაფხულის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics