22:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 13:56:50, 2551 ნახვა

ეკონომიკა
ხვალიდან ბაზარზე ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ გამოჩნდება

ხვალიდან ბაზარზე, ასეპტიკური ტექნოლოგიით დამუშავებული,  პირველი ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ გამოჩნდება.

პროექტი, რომლის  საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით  25  მილიონი ლარია  „აწარმოე  საქართველოს“  ფარგლებში  ს.ს  ქართული ლუდის კომპანიამ განახორციელა.  

ასეპტიკური   ხაზები  რეგიონისათვის უპრეცედენტოა. ნატურალური  წვენის   ინოვაციური წარმოება  ულტრათანამედროვე  ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც  უმაღლესი ხარისხის  კონკურენტუნარიანი  ქართული  პროდუქციის  წარმოების საშუალებას იძლევა.   პროექტის   ფარგლებში  „ზედაზენში“  დამატებით    100-მდე  სამუშაო ადგილი   და  ეკონომიკური აქტივობის  კერა შეიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ ქარხანას 3-ჯერ მეტის წარმოების საშუალება აქვს, პირველ ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ 10 მილიონი ლიტრის წარმოება მოხდება.  პროდუქცია  განკუთვნილია,  როგორც ადგილობრივი  ბაზრისთვის,   ასევე  საექსპორტოდ.  კომპანიის უახლოესი ამოცანაა  პროდუქცია   ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა  და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს. ახალ  საექსპორტო  ბაზრებზე დამკვიდრებას კომპანია საერთაშორიოსო  სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს. 

ახალი საწარმოო ხაზები, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საბიუჯეტო შენატანების კიდევ ერთი პლატფორმაა -  კომპანია ბიუჯეტში  დამატებით 5 მილიონ ლარით მეტს გადაიხდის.

პროექტის  პრეზენტაცია  ხვალ, 14 მარტს, 14:00სთ-ზე,   სოფ  საგურამოში,    ს.ს „ქართული  ლუდის  კომპანიის“   საწარმოში გაიმართება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics