|
2017-03-12 03:32:15, 1382 ნახვა
საზოგადოება
გაბაიძე: მთავარი მოთხოვნა შესრულებულია, ახლა დავმშვიდდეთ და ნალოლიავებ ინფრასტრუქტურას მოვუფრთხილდეთ
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შესრულებულია, ახლა უნდა დავმშვიდდეთ და ნალოლიავებ ინფრასტრუქტურას მოვუფრთხილდეთ, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ "აჭარის ტელევიზიის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ის, რაც ბათუმში ხდება არც ერთ მხარეს არ აწყობს. მისივე განცხადებით, თუ აღმოჩნდა, რომ ვინმეს მიმართ ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი და ვინმეს უსამართლოდ მოეპყრნენ, პირველ რიგში, ის დადგება ამ ხალხის გვერდით „ჩემი შეფასება არის ძალიან მოკლე - ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ შეფასებაზე მეტად ახლა მოწოდება მინდა გავაკეთო - დავმშვიდდეთ, არავის აწყობს ეს პროცესი, არც იმ მხარეს, რომელიც პროტესტს გამოთქვამს და არც იმას, ვინც ცდილობს, რომ პროცესები გადაიყვანოს მშიდ ვითარებაში. მთავარი მოთხოვნა შესრულებულია. ახლა უნდა დავმშვიდდეთ და ისედაც ნალოლიავებ ინფრასტრუქტურას - ძლივს კეთდება რაღაც ქალაქში, უნდა მოვუფრთხილდეთ“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)