22:25 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 20:19:44, 2180 ნახვა

ეკონომიკა
პარლამენტმა აშშ-ის საგრანტო შეთანხმებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა საგრანტო შეთანხმებებს საქართველოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის, რომლითაც გაიზარდა გრანტის მოცულობა შემდეგი მიმართულებებით: „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, „მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“ და „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“. აღნიშნული საგრანტო შეთანხმებები სარატიფიკაციოდ გაიტანა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ. 

პროექტის „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ მიზანია ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მაღალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა. 
რაც შეეხება პროექტს „მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“ მიზანია სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა, საქართველოში მცხოვრები უმცირესობების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით  გადაადგილებულ  პირთა მზარდი ინტეგრაცია და ჩართულობა, ადამიანის უფლებათა დაცვა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი ორი  მიმართულებით: სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო და ეკონომიკური სერვისები მოწყვლადი მოსახლეობისათვის.


მესამე პროექტი, რომლის დასახელებაა „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“, მისი მიზანია მოქალაქეების მოთხოვნის შესაბამისი და ეფექტური მმართველობისა და მომსახურების მიწოდება, კანონის უზენაესობის დამოუკიდებელი, თანმიმდევრული და პროფესიული გამოყენება, მოქალაქეების უფრო მეტად ჩართულობა საზოგადოებრივ საქმეებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი სამი  მიმართულებით: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები; დემოკრატიული მმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება.

სამივე შეთანხმების თანახმად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საქართველოს დამატებით გამოუყო გრანტი 21 მილიონ აშშ დოლარამდე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics