|
2017-03-06 15:40:41, 2418 ნახვა
კომენტარი Lifestyle
კახა კოჟორიძე: მორიგება სახელმწოფოს უფრო მეტად უნდა აწყობდეს, ვიდრე „რუსთავი 2“-ს
პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე „რუსთავი2“-თან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. კოჟორიძე ვარაუდობს, რომ 8 მარტს სტრასბურგის სასამართლო ძალაში დატოვებს თავისივე განჩინებას.ამასთნ, კოჟორიძე აფიქსირებს თავის მოსაზრებას, თუ დავის რა შედეგით დასრულება არის ხელსაყრელი სახელმწიფო ინტერესებისთვის და რა არის გამოსავალი: „1. დიდი ალბათობით, 8 მარტს სტრასბურგის სასამართლო ძალაში დატოვებს თავისივე განჩინებას. ანუ შეჩერდება უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე მაღალი ალბათობით რ2 არსებითი განხილვის ეტაპზეც მოიგებს საქმეს. ეს ჩემი, როგორც იურისტის, ვარაუდია. 2. როგორ უნდა იმოქმედონ სახელმწიფოს მხრიდან ამ საქმეზე გადაწყვეტილებების მიმღებებმა? პირველ რიგში უნდა მოხდეს იმის გააზრება, რომ არგუმენტი - „რ2-ის საქმე კერძო დავაა და მე რა შუაში ვარ“ აწი აღარც ფორმალურად გამოდგება. სტრასბურგში შუაშიც და თავშიც არის სახელმწიფო. 3. ამ დავის რა შედეგით დასრულება აწყობს ჩვენს სახლემწიფო ინტერესებს? ეს არის მთავარი კითხვა. არ შეიძლება იყოს 2 აზრი იმაზე, რომ სახელმწიფოსთვის ამ საქმის წაგება ძალიან მძიმე იქნება მრავალი თვალსაზრისით. მეტიც, თუ სწორად დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ რ2 წააგებს თუ მოიგებს, სახელმწიფო ინტერესები აუციელბლად წააგებს ორივე შემთხვევაში, რადგან: ა) რ2-ს გამარჯვების შემთხვევაში ზარალდება ჩვენი იმიჯი, სართაშორისო ავტორიტეტი, სასამართლო (თან დიდი პალატაა), სიმშვიდე ქვეყნის შიგნით და ა.შ. ბ) რ2 თუ საქმეს წააგებს, იზღუდება მედია პლურალიზმი, ხელისუფლების კრიტიკა-კონტროლის შესაძლებლობა, თავიდან ვერ ვირიდებთ დაძაბულ ფონს და ა.შ. 4. რა არის გამოსავალი? მორიგება! სახელმწიფომ როგორმე უნდა აირიდოს თავიდან არსებითი განხილვა და ხელი შეუწყოს მორიგებას. ნურავინ იტყვის რომ ამის გაკეთება შეუძლებელია (ვვარაუდობ რა არგუმენტებიც შეიძლება ითქვას, მარა ცხადია ეს არ იქნება დამაჯერებელი). რ2-მა გააკეთა გარკვეული შეთავაზება. არ შევალ ამის დეტალებში, მარა ფაქტია, რომ მორიგება სახელმწოფოს ძალიან უნდა აწყობდეს, უფრო მეტად ვიდრე რ2-ს. თუ სახელმწიფო სტრასბურგში საქმეს წააგებს, ყველა „სიკეთესთან ერთად“ იმ შედეგსაც მივიღებთ, რომ ქართულ სასამართლოებში ახლიდან დაიწყება ამ საქმის განხილვა და თანმდევი ორომტრიალი (სტრასბურგი ვერ გააუქმებს და შეცვლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუმცა შეიქმნება საქმის გადასინჯვის და ახალი შედეგის დადგომის საფუძველი, რასაც ახალი პროცესები დასჭირდება). პ.ს. არ ვიცი ვინ აუნაზღაურებს ჩვენს საზოგადოებას იმ დროს, ენერგიასა და სხვა რესურსს, რაც ამ საქმის გამო დაიხარჯა, დააკლდა ჩვენს მოქალაქეებს და მათ მწვავე პრობლემებს... დრო და ენერგია ჯერ კიდევ ბევრი დაიხარჯება თუ სწორი გადაწყვეტილებები არ იქნა დოულად მიღებული!!!“,-წერს კახა კოჟორიძე.
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)