23:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 17:51:18, 2071 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სააკაშვილი: წითელი ინტელიგენციის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე წასული და ჩემზე თავდასხმით დაკავდნენ

„წითელი ინტელიგენციის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე უკვე წასულია და ძირითადად ჩემზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმით დაკავდნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”ამ დღეებში გამოჩნდა, წითელი ინტელიგენციის შედარებით ახალგაზრდა თაობის ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე უკვე წასულია და ძირითადად დაკავდნენ ჩემზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმით. გალაკტიონის და ვაჟას სამშობლოში რატომთაც ლაშა ბუღაძემ გადაწყვიტა რომ პოეტია, ყველას შეუძლია იყოს, მართალი გითხრათ მაგის დაწერილი მაინცდამაინც არაფერი მახსოვს, არადა პოეზია ძალიან მიყვარს, მაგრამ ბევრი საშინელი ნათქვამი მისი და მისთანების მახსოვს. მახსოვს ისიც, რომ გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის გვერდს უგანის ჩვენს ქვეყანას. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. უნდა დაერქვას თავისი სახლი იმ კუთხით, რომ როდესაც საუბარია, გადამწყვეტ მომენტებში ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფრის გადმობრალება იმ ხალხისთვის, ვინც შექმნა ქართული სახელმწიფო, როცა შენ არაფერი შეგიქმნია, არის ამორალურობა, აბსოლუტურად არასწორი და უზნეო საქციელი. არც გამიკვირდა, თამარ მეფის გმობით დაიწყო კარიერა და მე რომ მგმობდეს ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. უბრალოდ, პრობლემა სხვა რაღაცაშია. პრობლემა არის იმაში, რომ ამ ხალხმა ბოლომდე ვერ გაითავისა, რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო, რომელსაც ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო და აღმოსავლეთ ევროპა შენატრის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics