19:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 11:44:04, 2082 ნახვა

კომენტარი
ვახუშტი მენაბდე მიწის რეგულაციებზე მოქალაქეობის მიხედვით შეზღუდვების დაწესების მომხრე არ არის

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიწის რეგულაციებზე მოქალაქეობის მიხედვით შეზღუდვების დაწესების მომხრე არ არის.

როგორც მენაბდემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეგულაციები ნეიტრალური უნდა იყოს.

„მე ვემხრობი ზოგადად  ნეიტრალურ რეგულაციებს, მიუხედავად მოქალაქეობისა, რომელიც დაიცავდა მცირე მიწიან მოსახლეობას, ერთის მხრივ ხოლო მეორეს მხრივ ის უზრუნველყოფდა მიწის გონივრულ სარგებლობას და გამოყენებას“, - განაცხადა მენაბდემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის განხილვა   საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ  სხდომაზე მოხდება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების შეზღუდვის ინიციატივით არასაპარლამენტო ოპოზიცია და „პატრიოტთა ალიანსი“ გამოვიდა.

ცნობისთვის, პარლამენტში  საკონსტიტუციო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics