2017-02-27 23:51:21, 2305 ნახვა
სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გაგრძელდება
ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, დეკანოზის დაკითხვა არ დასრულებულა და ის გაგრძელდება. მისი განცხადებით, ვინაიდან, ბრალდებულისგან ზუსტი ინფორმაციის მიღება არ დასრულებულა, და პრაქტიკულად, კიდევ ბევრი შეკითხვა უნდა დაისვას, მისივე თქმით, რაიმე დასკვნის გაკეთება არასერიოზული იქნება.
"ბრალდებულისგან ზუსტი ინფორმაციის მიღება არ დასრულებულა, და პრაქტიკულად, კიდევ ბევრი შეკითხვა უნდა დაისვას. დღეისთვის სამართლებრივი შეფასება, რაც თქვა ბრადლებულმა, რაიმე დასკვნის გაკეთება არის არასერიოზული ჩვენი ბრალდების მხრიდან, ასევე ადვოკატების მხრიდან. სანამ არ დასრულდება სრულყოფილი ინფორმაციის მიღება, სრულიად არასერიოზულია ამ ეტაპზე დღეს სამართლებრივი შეფასება", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯარჯი წიკლაურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან