00:58 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-26 10:31:50, 2513 ნახვა

სამართალი
შსს-ს მაშველებმა სერბი ტურისტი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, სერბი ტურისტი, 46 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან  აცნობეს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ ,,112" -ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ლომისას ქედზე 4 ტურისტი ჩამოწოლილ ზვავში მოჰყვა, რა დროსაც ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა.

უწყების ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გაფრინდნენ.

დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია. იგი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics