|
2017-02-25 12:35:38, 1497 ნახვა
პოლიტიკა
ირლანდიის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებულმა კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე რეზოლუცია ერთხმად მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუციით ირლანდიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ ეს ირლანდიის პარლამენტის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების პირველი შემთხვევაა. რეზოლუციის „წინადადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ" (Motion on the Territorial Integrity of Georgia and its Integration in to the European Union)" თანახმად, ირლანდია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დაუყოვნებლივ დასრულებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში მომავალი ინტეგრაციისათვის და ამ კუთხით ხაზგასმულია მომავალში ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციის მნიშვნელობა. „კომიტეტი მიესალმება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და თვლის, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისათვის ევროპულ გზაზე და გზას უხსნის თვისობრივად ახალ პერსპექტივებს ორმხრივ ურთიერთობებში", - აღნიშნულია რეზოლუციაში. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ კომიტეტი მიესალმება საქართველოსა და ირლანდიას შორის უკანასკნელ წლებში განხორციელებულ შთამბეჭდავ პროგრესს პოლიტიკური ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველომ და ირლანდიამ უნდა განაგრძონ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, ევროპის ერთობისა და სოლიდარობის მიმართულებით, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია ირლანდიაში საქართველოს ახლადგახსნილი საელჩოს როლი ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში და გამოთქმულია იმედი მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. „აღსანიშნავია, რომ ირლანდიაში საქართველოს საელჩოს გახსნის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობამ კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. ირლანდიის პარლამენტის მიერ აღნიშნული რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გიორგი ზურაბაშვილის რამდენიმე შეხვედრა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის წევრებთან, რომლის ფარგლებშიც საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ირლანდიელ პარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა რუსეთის 20 რეგიონს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)