|
2017-02-24 14:49:30, 2184 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ამერიკული სპორტის მეცნიერებაზე დაფუძნებული პირველი ცენტრი „ჩემპიონთა აკადემია“ გაიხსნა
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, 150 ნომერში, მაიკლ ბარვისის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული პირველი ამერიკული ცენტრი „ჩემპიონთა აკადემია“ გაიხსნა. ცენტრი პროფესიონალ სპორტსმენებზეა გათვლილი, თუმცა ვარჯიში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. „ჩემპიონთა აკადემიის“ მთავარი მწვრთნელები ბრიტანელები და ქართველები არიან, რომლებმაც ამერიკაში სპეციალური სწავლება გაიარეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ცენტრის დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ოქრიაშვილმა აღნიშნა, პროფესიონალური, ფიზიკური მომზადების ცენტრი საუკეთესო ამერიკულ კომპანიასთან პარტნიორობს. „ჩვენ შევქმენით საუკეთესო გარემო ქართველი სპორტსმენებისთვის. პროექტში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ჩვენ არ ვგავართ არცერთ ფიტნეს კლუბს, ჩვენ ვართ ფიზიკური მომზადების ცენტრი. ჩვენ სპორტსმენებისთვის შევქმენით საუკეთესო გარემო“,-აღნიშნა ოქრიაშვილმა. „ჩემპიონთა აკადემია“ ოთხ სართულზეა განლაგებული და ფიზიკური მომზადებით დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ტიპის პროგრამებს სთავაზობს. ცენტრში შესაძლებელია პროფესიონალური, სპორტული აქტივობა, ასევე მოქმედებს სპეციალური სავარჯიშო პროგრამები ბავშვებისა და ქალებისთვის. ყველა მეთოდოლოგია სპორტული მედიცინის უახლესი კვლევების საფუძველზეა შექმნილი. აღსანიშნავია, რომ ცენტრში მოქმედებას დაიწყებს პოსტტრავმული და ნეირორეაბილიტაციის პროგრამები. ტრავმის შემდგომ თითოეული ადამიანის მონაცემი ამერიკაში გაიგზავნება. მაიკლ ბარვისი თითოეული ადამიანისთვის სპეციალურ ინდივიდუალურ პროგრამას შეიმუშავებს. „მოხარულები ვართ, რომ ქართველ სპორტსმენებს და დაინტერესებულ პირებს ფიზიკური მომზადებისთვის საზღვარგარეთ წასვლა არ დასჭირდებათ და უკეთეს შედეგებს აჩვენებენ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ასპარეზობებში. „ჩემპიონთა აკადემია“ მაიკლ ბარვისის მეთოდზე დაფუძნებული პირველი საერთაშორისო ცენტრია აღმოსავლეთ ევროპაში. პროექტზე მუშაობა ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად ორი წლის წინ დავიწყეთ. საქართველო ამ პროექტის ჰაბი გახდება და ბარვისის მეთოდოლოგიის დანერგვაში მეზობელ ქვეყნებს თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და შუა აზიის ქვეყნებს დაეხმარება. ყველა აპარატურა ამერიკიდანაა ჩამოტანილი და უახლესი ციფრული ტექნოლოგიებითთაა აღჭურვილი. ისინი სრულადაა მორგებული თანამედროვე სპორტულ მოთხოვნებზე“, - აცხადებენ „ჩემპიონთა აკადემიაში“. მაიკლ ბარვისის მეთოდოლოგია სატელევიზიო არხ „დისქავერზე“ გასული „ბარვისის შოუს“ შემდეგ გახდა პოპულარული და დღეს ამერიკაში ამ მიმართულებით ყველაზე ტრენდულია.
(NS)
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)