15:26 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 22:55:14, 1809 ნახვა

საზოგადოება
„ბილაინი“ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას ეხმაურება

კომპანია "ბილაინი" პარლამენტში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანია მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი რომელიც დაკომპლექტდება ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლით და მოხდება საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა საკითხებზე საბოლოო პოზიციების შეჯერება-შეთანხმება.

"საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ავტორიზებული პირების , რომლებსაც უშაულოდ შეეხებათ ასამოქმედებლი კანონპროექტი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს ახალი რეგულაციების და ვალდებულებების შემოღებას ყველა ავტორიზებული პირებისთვის,რაც მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას მოახდენს როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის საქმიანობაზე, ვალდებულებებზე, ასევე ბიზნესის განვითარების სამომავლო გეგმებზეც.

აქედან გამომდინარე ბილაინს მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი რომელიც დაკომპლექტდება ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლით და მოხდება საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა საკითხებზე საბოლოო პოზიციების შეჯერება-შეთანხმება", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics