08:00 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 20:23:31, 1680 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი: შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხის დასმით მთავარ მოქმედ პირებს კომფორტულ სიტუაციას შეუქმნიან

შოთაძის პოლიტიკური ან სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმით მთავარ მოქმედ პირებს კომფორტულ სიტუაციას შეუქმნიან, - ამის შესახებ საპარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ ემსახურება მოქალაქეების ინტერესებს და ემსახურება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მიაჩნია, რომ მთავრობამ უნდა აგოს პასუხი.

„სამწუხაროდ, დღეს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ ემსახურება მოქალაქეების ინტერესებს და ემსახურება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მთავრობამ უნდა აგოს პასუხი.

ჩვენ არ გვითქვამს, რომ ინიციატივას, რომელიც შოთაძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გულისხმობს,   არ შევუერთდებით, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ინიციატივას  არანაირი შედეგი არ მოჰყვება. იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ვნახეთ განცხადებები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში, რომ არ აპირებს არავინ უმრავლესობის დეპუტატებიდან შეუერთდეს ამ ინიციატივას და სამწუხაროდ, ეს იქნება ცარიელი გასროლა, რომელიც არანაირ შედეგს არ მოიტანს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics