08:00 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 18:03:14, 1897 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოსთვის პრიორიტეტული საკითხია

"საქართველო და ზოგადად შავი ზღვის რეგიონი ნატოსთვის პრიორიტეტული საკითხია", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის შემდეგ მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბრიუსელში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გადაწყდა, რომ თანამშრომლობა გაძლიერდება და შავი ზღვის რეგიონში ნატოს წარმომადგენლობა  გაიზრდება.

"საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერა გავაძლიერეთ. შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ყოფნის მასშტაბის გაფართოება ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ გადაწყდა. ამაში იგულიხსმება სახმელეთო, საავიაციო და საზღვაო ელემენტები. ის, რასაც შავი ზღვის რეგიონში ვაკეთებთ, ზომიერი და თავდაცვითი ხასიათის ქმედებებია. ჩვენ არ გვსურს კონფლიქტის პროვოცირება. "-განაცხადა სტოლტენბერგმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის და ნატოს გენერალურ მდივნის შეხვედრა ბრიუსელში 16 თებერვალს ნატოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა. ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო მინისტერიალის ფარგლებში, რომელთანაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანიობის მიმართ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics