06:13 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 18:15:23, 2265 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონში „რეფერენდუმის“ ჩატარების გადაწყვეტილებას გმობს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს დანიშნული  „რეფერენდუმის“ ჩატარების გადაწყვეტილებას გმობს. 

„აშშ-ის საელჩო გმობს არალეგიტიმური „რეფერენდუმის“ ჩატარების გადაწყვეტილებას საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში, რომელიც 9 აპრილს არის დაგეგმილი. ასეთი პროვოკაციული ქმედებები კარგავს ნდობას და აკნინებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს იმ უკანონო რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე გაიმართება. ორივე რეგიონი, სამხრეთ ოსეთიცა და აფხაზეთიც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს. ჩვენ კვლავ მკაფიოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც ფორუმს სადაც განიხილება საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული მდგომარეობა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავი აარიდონ ქმედებებს, მათ შორის შემოთავაზებულ რეფერენდუმს, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას აკნინებს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებთან  ერთად, 2017 წლის 9 აპრილს, პლებისციტიც ჩატარდება. დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის სურვილია სამხრეთ ოსეთს "ისტორიული სახელი" ალანია დაუბრუნდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics