02:51 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-12 16:03:55, 1352 ნახვა

საზოგადოება
მერია, სოციალური ქსელის მეშვეობით, მათი სახელით დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას ეხმაურება

თბილისის მერია, სოციალური ქსელის მეშვეობით, თბილისის მერიის სახელით დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას ეხმაურება.

"დღეს დილიდან, თბილისის მერიის სახელით, სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით ვრცელდება გარკვეული შინაარსის დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც თბილისის მერიას არ ეკუთვნის. 

ფეისბუქის გვერდი ( https://goo.gl/usVtNq ), რომელიც ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის ანტირეკლამას ეწევა, არ წარმოადგენს თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდს

(https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/?ref=bookmarks ).

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ინფორმაციის  წაკითხვისას  და არ დაეყრდნონ  ფეისბუქის ყალბი გვერდების მიერ გავრცელებულ ფაქტებს. მსგავსი სახის  გადაუმოწმებელი ინფორმაციის  გავრცელებამდე  კი,   მეტი დაკვირვების შემთხვევაში, ვფიქრობთ, შესაძლებელია ყალბი გვერდის უწყების ოფიციალური, ავტორიზირებული გვერდისგან გარჩევა",-ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics