02:53 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 09:36:02, 1477 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სენატში შეხვედრებს განაგრძობს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან  ბობ კორკერთან შეხვედრის დროს.

უწყების ინფორმაციით, სენატორის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკელი კანონმდბელების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როგორც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ყველა იმ საკითხისადმი, რაც საქართველოს  ტერიტორიების ოკუპაციას და უსაფრთხოებას ეხება. დადებითად შეფასდა თავდაცვის სფეროში ამერიკა-საქართველოს თანამშრმლობა.

მინისტრმა სენატორს ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმების, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციების შესახებ.

 მზადყოფნა გამოითქვა ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. მინისტრმა სენატორი საქართველოში მოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics