01:09 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 19:32:32, 1034 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით ითანამშრომლებს

მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით ითანამშრომლებს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიმართულება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მსოფლიო ბანკის განათლების გლობალური პრაქტიკის ხელმძღვანელის, კრისტიან აედოს დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო.

პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

შეხვედრისას, გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა განათლების სისტემის ყოვლისმომცველ რეფორმაზე, რომელიც შრომის ბაზარსა და საქართველოში არსებულ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ქართულმა მხარემ, ამ მიმართულებით, მსოფლიო ბანკის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ზრდასრულთათვის განათლების მიღების შესაძლებლობაზეც გაამახვილა, რაც ყველა ასაკის ადამიანს სასურველი პროფესიის დაუფლებისა და შესაბამისად, დასაქმების, ან საკუთარი ბიზნესის წამოწყების საშუალებას მისცემს.

საუბრისას, ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე.

შეხვედრას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics