21:53 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 12:17:32, 1308 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიულ კომიტეტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე  დადებულ პრეზიდენტის ვეტოს  განიხილავენ. მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძეა. მან სასამართლო ხელისუფლების  მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ეფექტიანობა არის თანამედროვე ლიბერალურ-დემოკრატიული სახელწმიფოს ქვაკუთხედი. ამაზე მსჯელობისა და ფიქრის ტრადიცია ისტორიულად გაგვაჩნია. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნა ძალიან გრძელი მიხვეულ-მოხვეული გზაა, რომელსაც 25 წელია ჩვენი სახელმწიფო აშენებს. მართლმსაჯულება საქართველოში  მაშინ იქნება კარგ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ სახელმძღვანელოებში ვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ისტორიული სიტყვების ციტირებებს, როდესაც სასამართლოების დარბაზებში იქნებიან სტუდენტები, რომლებიც გაიზიარებენ კონკრეტული გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

მანვე აღნიშნა რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი,  რომელიც საქართველოს  უახლოეს წარსულში გადაიდგა:

„მათ შორისა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი სხვადასხვა ცვლილებები. ის ფასეულობა, როგორიცაა სასამართლო პროცესების საჯაროობა,  გამჭვირვალობა, საზოგადოების დასწრება. ეს ფასეულობა დაინერგა უახლოეს წარსულში.

ასევე პოზიტიურ ცვლილებას განეკუთვნება საქმეთა ელექტრონული განაწილების პირობა. პირობას ვამბობ,  ვინაიდან საზოგადოებას მოეხსენება, რომ საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი უნდა შეიმუშაოს იუსტიციის საბჭომ მოგვიანებით. დღეს ამაზე კონკრეტული რეგულაცია არ არსებობს წარმოდგენილ კანონში, არვ იცით, როგორ იმუშავებს ეს სისტემა, თუმცა მჯერა წინაა გადადგმული ნაბიჯი“,-აღნიშნა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics