21:56 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 19:54:16, 1461 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი მედიაში ვითარებაზე: ყოფილ ხელისუფლებასთან მიმართებაში, წინ გვაქვს ნაბიჯი გადადგმული

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში მედიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან სასამართლო დავებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, მედიის თავისუფლების მხრივ, ნაბიჯი წინ გადაიდგა, თუმც პრობლემები რჩება:

„ზოგადად მედიას თუ შევხედავთ, ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ვიყოთ აქტიური და კონცენტრირებული, მედიას ყველა ქვეყანაში სჭირდება დაცვა. ყოველთვის არის საჭირო, რომ პოლიტიკური სპექტირი იყოს გაერთიანებული ჟურნალისტების და მედიის თავისუფლების დაცვისათვის. ჩემი დიალოგი თქვენთან არის საშუალება, რომლითაც არა მარტო თქვენ,მეც ვმუშაობ, რომ მეძლევა საშუალება ამომრჩეველს ჩემი პოზიცია მივაწოდო.

თუ შევადარებთ წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ხდებოდა ის,  რაც ყველამ კარგად ვიცით, ტელევიზიების ძალადობრივი დახურვა და მართლა ჟურნალისტების მიმართ ძალიან დაუზოგავი დევნა, წინ გვაქვს ნაბიჯი გადადგმული წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში.ან რეიტინგულად რომ შევხედოთ ჩვენს სამეზობლოსთან მიმართებაში, დადებითი პარამეტრები გაქვს, მაგრამ რატომ უნდა შევედარო იმას, რაც არ არის მთლად მაღალი სტანდარტი და რატომ არ უნდა ვედრებოდე ევროპულ სტანდარტს?!“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics