11:31 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-04 16:33:09, 2646 ნახვა

მსოფლიო
მილიარდერმა ვინსენტ ვიოლამ აშშ-ის არმიის მინისტრის პოსტზე უარი განაცხადა

მილიარდერმა ვინსენტ ვიოლამ, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მინისტრის პოსტზე, რომელზეც ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა,  უარი განაცხადა, - ამის შესახებ USA Today იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  პოსტზე უარის თქმის მიზეზად ვიოლას ბიზნეს საქმიანობა სახელდება. კერძოდ, მილიარდერი ვერ შეძლებს ერთდროულად მინისტრის პოსტის დაკავებას და ბიზნეს საქმიანობის გაგრძელებას.

პენტაგონის ხელმძღვანელის ჯეიმს მეტისის განცხადებით, ვიოლას გადაწყვეტილება სამწუხაროა, თუმცა ის მას პატივს სცემს.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ის დონალდ ტრამპს აღნიშნულ თანამდებობაზე ახალ კანდიდატურას შესთავაზებს.

ამასთან, ვინსენტ ვიოლას აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული შემოთავაზება და ის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერას გააგრძელებს.

ცნობისთვის, აშშ-ის არმიის სამინისტრო თავდაცვის უწყების შემადგენლობაში შედის. სამინისტროს ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ადამიანურ რესურსებზე, პერსონალზე, რეზერვების მდგომარეობაზე, შეიარაღების სისტემაზე და ასევე, კომუნიკაციასა და უწყების ფინანსირებაზე. მის კანდიდატურას ქვეყნის პრეზიდენტი წარადგენს, ხოლო სენატი მის დამტკიცებას უყრის კენჭს. გარდა ამისა, აღნიშნული უწყება არ შედის მინისტრთა კაბინეტში და მხოლოდ პენტაგონის დაქვემდებარებაშია.

60 წლის მილიარდერი ვინსენტ ვიოლა აშშ-ის არმიის ვეტერანია. ის სავაჭრო კომპანია Virtu Financia-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. გარდა ამისა, მას ეკუთვნის ჰოკეის გუნდი "ფლორიდა პანტერსი". Forbes-ის ინფორმაციით, მისი ქონება 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics