04:46 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 09:32:39, 467 ნახვა

პოლიტიკა
მოსმენებთან დაკავშირებით ორდონიანი სისტება ამოქმედდა

დღეიდან ფარულ  მოსმენებთან დაკავშირებით ორდონიანი სისტემა შემოდის. 

ე.წ „გასაღებთან“ დაკავშირებით კანონპროექტი  დღეიდან ძალაში შევიდა. პროექტის  თანახმადა ე.წ. ერთი გასაღები შსს–ში რჩება, მეორე კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა. 
ცნობისთვის, ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი იყო წარმოდგენილი.

აქედან ერთის ინიციატორი პარლამენტის „იურიდიულ საკითხთა კომიტეტის“ თავჯდომარე ვახტანგ ხმალაძე იყო. მის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ე.წ გასაღები საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უნდა ჰქონოდა. 

უკვე ძალაში მყოფი კანონპროექტის ავტორები „ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის“ თავჯდომარე ეკა ბესელია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გედევან ფოფხაძე, ირაკლი სესიაშვილი არიან.
პარლამენტმა ბესელია–ფოფხაძე–სესიაშვილის კანონპროექტს 73 ხმით 30 ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics