17:56 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 17:35:23, 1425 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ვიზიტით ევროკომისიისა და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის წარმომადგენლები ეწვევიან

31 იანვარს-2 თებერვალს, საქართველოში დაგეგმილია ევროკომისიის  სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარკებათა საკითხებში გენერალური დირექტორის (DG NEAR) ქრისტიან დანიელსონის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორის, ტომას მეირ ჰარტინგის ვიზიტი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან.

მხარეები განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. მათ შორის,  საუბარი შეეხება 2017-2020 წლის ასოცირების ახალ დღის წესრიგსა და დახმარების ერთიან ჩარჩო დოკუმენტს, რომლებზეც ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დასკვნითი პროცედურების დროულად დასრულებას; „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადებას და ა.შ.. შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხრბა საქაეთვრლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის ჩართულობას  ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ევროკომისიის წარმომადგენლების მიერ ქ. მცხეთაში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საველე ოფისისადა საოკუპაციო ხაზის მონახულება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics