10:27 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 12:42:02, 1057 ნახვა

საზოგადოება
იმერეთის რეგიონში პრობაციონერები დასაქმდნენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, იმერეთის რეგიონში ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს.

იმერეთის პრობაციის ბიუროს დახმარებით, საჩხერესა და ტყიბულში აღრიცხვაზე მყოფ პრობაციონერებს სტაბილური შემოსავალი გაუჩნდათ.

უწყების ინფორმაციით, იმერეთის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა თითოეული მათგანის რისკები და საჭიროებები.

შესაბამისი შეფასებების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, პრობაციონერები სხვადასხვა სამსახურში (პურის საცხობი და მაღაზია) დასაქმდნენ. მათი გამომუშავება თვეში, საშუალოდ, 250–დან 500 ლარამდე იქნება.

პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

სააგენტოს ძალისხმევით, 2016 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 156 პრობაციონერი დასაქმდა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე კი - 553 პირობით მსჯავრდებულია დასაქმებული.

(NS)

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics