10:11 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 14:29:42, 2574 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დაწყებას პარლამენტის თანხმობის გარეშე ვეღარ შეძლებს

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობას ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურის დასაწყებად პარლამენტის თანხმობა სჭირდება, - ამის შესახებ Independent -ი იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტერეზა მეი სასამართლოს მხრიდან მსგავს ვერდიქტს ელოდებოდა, განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც Brexit-ის პროცესის დაწყება ცალმხრივად და დაჩქარებულად სურდა.

გასულ წელს ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, მთავრობას Brexit-ის პროცედურები 2017 წლის 31 მარტამდე უნდა დაეწყო. ამასთან, პოლიტიკოსთა ნაწილი ამბობდა, რომ ამის გაკეთება პარლამენტის ნებართვის გარეშე უკანონო იქნებოდა.

უზენაესი სასამართლოს 8 მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ მთავრობას არ აქვს უფლება, ლისაბონის შეთანხმების 50–ე მუხლი აამოქმედოს, რაც ევროკავშირიდან გასვლის პროცედურების დაწყებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მხოლოდ 3 მოსამართლე ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. 

პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, დაიწყება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესი, რომელიც 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც გამოცემა წერს, ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას დღის განმავლობაში გააკეთებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics