|
2017-01-21 18:14:04, 1379 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალაში მაგისტრალური სანიაღვრე სისტემის ბოლო მონაკვეთის მოწყობა მიმდინარეობს
კრწანისის გამგეობა ფონიჭალაში სახაზო ნაგებობების მოწესრიგებას განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სადგურის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ეწყობა 300 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე სისტემა და რეაბილიტაცია უტარდება ათწლეულების განმავლობაში მწყობრიდან გამოსულ კოლექტორს. აღნიშნული მონაკვეთი ზემო და ქვემო ფონიჭალის მაგისტრალური სანიაღვრე სისტემის ბოლო სექციას წარმოადგენს. „ფონიჭალის მაგისტრალური სანიაღვრის მოწყობა გამგეობამ გასულ წელს დაიწყო, რის შედეგადაც გაიწმინდა წლების განმავლობაში არსებული დაჭაობებული ტერიტორიები, მიწისქვეშა წყლები კი სადრენაჟე მილებში მოექცა. შეიქმნა მიმდებარე ტერიტორიის სამრეწველო და სამშნებლო მიზნებისთვის განვითარების წინაპირობა“, - აცხადებენ მერიაში. სადგურის ქუჩაზე იმყოფებოდა კრწანისის გამგებელი. გიორგი კოპალეიშვილი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)