13:03 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 14:57:45, 2574 ნახვა

სამართალი
შსს: მოქალაქე, რომლის სახლიდანაც სამართალდამცველებმა მარიხუანა ამოიღეს, სასულიერო პირი არაა

მოქალაქე, რომლის სახლიდანაც სამართალდამცველებმა  მარიხუანა ამოიღეს, სასულიერო პირი არაა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, საცხოვრებელი სახლიდან  ამოღებულია მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე.

„რაც შეეხება  დამატებით რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს,  აღნიშნული სახლიდან ის არ  ამოგვიღია“,-განმარტავენ შსს-ში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

 

 

„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერი პირის სახლის ჩხრეკისას მარიხუანა ამოიღეს

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics