09:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 13:02:50, 2395 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ გალარების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

ვითიბი ბანკის კლიენტებს დღეიდან, სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ჩაერთონ საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივ პროგრამაში, რომელიც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, დოლარში აღებული სესხის გალარებას ითვალისწინებს.

პროგრამის პირობების თანახმად შესაძლებელია მაქსიმუმ 40 000 დოლარის მოცულობის სესხის ლარში გადაყვანა არსებულ კურსს მინუს 20 თეთრის გათვალისწინებით. ამასთან ერთად თუ სესხის მოცულობა აღემატება დაწესებულ ლიმიტს შესაძლებელია მისი ნაწილის, მაქსიმუმ 40 000 დოლარის, გალარება.

აღნიშნული პროგრამით სუბსიდირებას ექვემდებარება  2015 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირების ან ინდმეწარმეების მიერ აშშ დოლარში აღებული და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები.

გალარების პროგრამა 25 მარტამდე გრძელდება, განაცხადები კი, 17 მარტის ჩათვლით მიიღება.

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ბანკის ფილიალებს ან დაუკავშირდით ქოლ ცენტრს ნომერზე 2 24 24 24. 

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics