|
2017-01-10 12:39:13, 1200 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ. ფარული მოსმენების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს პირველ შეხვედრას გამართავს
ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს პარლამენტში პირველ შეხვედრას გამართავს. ჯგუფი 32 წევრისგან დაკომპლექტდა და მასში წარმოდგენილი არიან სხვადასხვა სტრუქტურები, კერძოდ: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, უზენაესი სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაციები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება. არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებული მოდელის მიხედვით, ე.წ. ფარული მოსმენების გასაღები სპეციალურად შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს უნდა ეკუთვნოდეს. მათივე შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ე.წ. გასაღები უსაფრთხოების სამსახურში დარჩება, კონსტიტუცია დაცული ვერ იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)