|
2017-01-10 11:22:12, 939 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი
საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს იწვიმებს. ხვალიდან 13 იანვრამდე კი უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დედაქალაქ თბილისში დღეს +10 გრადუსი სითბო და მცირე წვიმაა ნავარაუდევი, 11 იანვარს +6 გრადუსი სითბო და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12 იანვარს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და +12 გრადუსი სითბო იქნება, 13 იანვარს ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება. დასავლეთ საქართველოში დღეს ასევე ნალექს ელოდებიან. ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება. ხოლო ხვალიდან 13 იანვრამდე ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება და უმეტესად უნალექო ამინდები იქნება, 13 იანვარს კი კვლავ ნალექს ვარაუდობენ. თუმცა, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 12 იანვარსაც ნალექს ელოდებიან (ოზურგეთი). მაღალმთიან ადგილებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)