02:14 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 11:10:55, 1158 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი: მივესალმებით, რომ მთავრობამ ნიკა გვარამიასთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე გამოძიება დროულად დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო, შეშფოთებულია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დროულად დაიწყო:

„პირველ რიგში მინდა ყველა ქართველს მივულოცო ახალი წელი, მე ამის საშუალება აქამდე არ მომეცა. რა თქმა უნდა,  ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ბატონი ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტით. ასევე მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მთავრობამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მალევე დაიწყო. კიდევ ერთხელ ვამბობ ეს ფაქტი ძალიან შემაწუხებელია და ჩვენ მოვლენების განვითარებას თვალყურს ვადევნებთ”,-აღნიშნა იან კელიმ.

ნიკა გვარამიასთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით ლევან გაჩეჩილაძის შვილი რატი გაჩეჩილაძე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. მუხლი, სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics