|
2017-01-07 02:05:46, 2383 ნახვა
კომენტარი Lifestyle
ბაქრაძე: გიგი უგულავას პოლიტიკაში დაბრუნება ივანიშვილის რეჟიმის დასრულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ყოფილ მერ გიგი უგულავას გათავისუფლებას გამოეხმაურა და საპატიმროდან გამოსვლა მიულოცა, - ამის შესახებ დავით ბაქრაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, გიგი უგულავას პოლიტიკაში დაბრუნება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გადარჩენისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. "გიგი უგულავას ვულოცავ თავისუფლებას! ვულოცავ მის ოჯახს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს ვულოცავ გიგის ციხის კედლების დატოვებას, სადაც მან, როგორც პოლიტპატიმარმა, ორნახევარი წელიწადი გაატარა. მისი გათავისუფლება იმ პროცესის დასაწყისი უნდა გახდეს, როდესაც საპატიმროს ყველა პოლიტპატიმარი დატოვებს. პოლიტპატიმრების არსებობა საქართველოში ვნებს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ მთლიანად ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს. საქართველო თავისი განვითარების ურთულეს ეტაპზე იმყოფება. გიგი უგულავას აქტიური დაბრუნება პოლიტიკაში საქართველოს დემოკრატიული მომავლის გადარჩენისათვის და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის წარმატებით დასრულებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს მეგობარს თავისუფლებას და ვუსურვებ გამარჯვებებს ჩვენს საერთო ბრძოლაში!", - წერს ბაქრაძე. ცნობისთვის, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)