19:37 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-04 10:58:26, 1101 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი კობახიძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

"თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს! ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს. თქვენი მოღვაწეობა სამაგალითოა და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის.

თქვენი ძალისხმევით გადაწყდა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე და თავისი მასშტაბით ისტორიული პრობლემა - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საერთაშორისო აღიარება. თქვენ ბრძანდებით ცივილიზაციათა დიალოგის იდეის ერთ-ერთი ავტორი. დიდია თქვენი ღვაწლი საქართველოს არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო ცხოვრებაშიც. უმნიშვნელოვანესი და ფასდაუდებელია თქვენი როლი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში.

პირადად ჩემი და საქართველოს პარლამენტის სახელით, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უფლის სადიდებლად და ჩვენი ერისა და ხალხის სამსახურში“, - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

დღეს პატრიარქს 84 წელი შეუსრულდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics