03:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 23:31:54, 2454 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ელჩის მკვლელობის მიუხედავად, რუსეთში თურქეთის საგარეო მინისტრის ვიზიტი არ გადაიდება

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის მიუხედავად, რუსეთში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არ გადაიდება, - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. 

ამასთან, მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. როგორც საგარეო უწყება განცხადებაში აღნიშნავს, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა რუსულ-თურქულ ურთიერთობებს ჩრდილს ვერ მიაყენებს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ტერორისტულ თავდასხმას. ტერორისტი ლიკვიდირებულია. ჩატარდება ძირფესვიანი გამოძიება. ელჩი კარლოვი იყო ბრწყინვალე დიპლომატი და ადამიანი. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ მკვლელობამ ჩრდილი მიაყენოს ორი ქვეყნის ურთიერთობას“,-აცხადებენ თურქეთის საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს. „ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით“- დაიყვარია მკვლელმა, როდესაც ელჩის მისამართით სროლა განახორციელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics