07:00 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 12:56:00, 937 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და  მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) თანამშრომლობით,  მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის - „მიგრაციული პროცესები ფოტო კადრში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

უწყების ინფორმაციით, ფოტოკონკურსი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“  პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა დაბრუნებულ მიგრანტთა და მათი რეინტეგრაციის საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს  აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD), სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიგრანტთა საერთაშორისო დღე დაარსებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ და 2000 წლიდან ყოველ 18 დეკემბერს აღინიშნება. 1990 წლის 18 დეკემბერს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics