|
2016-12-15 15:24:41, 1709 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
ევროპარლამენტმა ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული რეგულაცია დაამტკიცა
485 ხმა 132-ს წინააღდეგ - ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული რეგულაცია დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი 29 დეპუტატმა შეიკავა. განახლებული რეგულაციის მთავარი მიზანი უკვე არსებული "შეჩერების მექანიზმი" გაძლიერებაა. ახალი რეგულაცია აძლევს საშუალებას ევროკომისიას, ე.წ შეჩერების მექანიზმი საკუთარი ინიციატივით აამოქმედოს. ამასთან, "შეჩერების მექანიზმის" ამოქმედების საფუძველი გაფართოვდა. გარდა ამისა, მონიტორინგის მექანიზმი იმოქმედებს, რომელიც გააკონტროლებს, რომ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს კვლავ აკმაყოფილებს. შეგახსენებთ, რომ "შეჩერების მექანიზმზე" კომპრომისულ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 7 დეკემბერს მიაღწიეს. LIBE-ს კომიტეტმა ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი 8 დეკემბერს დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)