|
2016-12-14 13:18:52, 1068 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: ხელისუფლებას გაუჭირდება შეაჩეროს ფასების მატება გაზზე და ელექტოენერგიაზე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ლარი ასე კატასტროფულად უფასურდება, ხელისუფლებას გაუჭირდება შეაჩეროს გაზზე, ელექტოენერგიაზე და ა.შ. ფასების მატება. „ჩვენ ამ დღეებში ვხედავთ, რომ ქვეყანა კრიზისულ ვითარებაში შედის. მთავრობა ძალიან ზედაპირულად უყურებს იმ მოვლენებს, რომელიც ლარის კურსთან დაკავშირებით ხდება და მათი განცხადებები საგანგაშოა. ის, რომ ლარის გაუფასურების შემდეგ ქვეყანაში ფასების ზრდა იქნება, ამას ყველა აღიარებს, მაგრამ არის მეორე საკითხი, რომელიც მთავრობის მხრიდან აბსოლუტურად გულუბრყვილოდაა აღქმული. ისინი ხალხს პირდებიან, რომ არ გაიზრდება ის ტარიფები, რომელიც სახელმწიფოს მიერ რეგულირდება. ესაა წყალი, გაზი, მეტროპოლიტენი და ა.შ. ამას ასაბუთებენ იმით, რომ მარეგულირებელში შეატანილი განცხადებით ტარიფის ცვლილება არ იგეგმება. მაგრამ მაშინ ლარის კურსი სხვა იყო. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ტარიფების დეგრადაცია მოხდება. ისინი მუშაობოენ თვითღირებულების ზღვარზე. მაინტერესებს რა პასუხს იძლევიან შესაბამისი სამინისტროები, როგორ შაჩერებენ ფასების ზრდას ლარის ასეთი გაუფასურების პირობებში“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)