21:52 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 12:50:39, 1552 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგეობამ სათბობი შეშა 210 ოჯახს დაურიგა

სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებისათვის სათბობი შეშის დარიგება საბურთალოს რაიონში დასრულებულია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რაიონის გამგეობის სოციალურმა განყოფილებამ, სამ საუბნო სამსახურთან ერთად, შეშა 210 ოჯახს ადგილზე მიუტანა. პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და კურატორი მოადგილე გაიოზ ვასაძე უწევდნენ მეთვალყურეობას.

„საბურთალოს რაიონის გამგეობამ 210 ოჯახის განცხადება სათბობი შეშით უზრუნველყოფის თაობაზე დააკმაყოფილა და ჩვენ ამ ოჯახებს მითითებულ მისამართზე მივუტანეთ კუთვნილი შეშა, თითოეულ ოჯახზე 3 კუბური მეტრის მოცულობით. აღნიშნული პროექტი სოციალური პროგრამების ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება და ამისათვის, 2016 წლის ბიუჯეტიდან 61 740 ლარი გაიხარჯა“, - განმარტავს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics