21:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-10 11:19:28, 1556 ნახვა

საზოგადოება
ავტომობილების იმპორტიორები და დილერები დღეს ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ

დიღომში, ოლიმპიური სტადიონების ავტოსადგომთან, 14:00 საათზე, ავტომოყვარულები, ავტომობილების იმპორტიორები,  დილერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქები ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავენ.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი აპროტესტებენ აქციზის გაძვირებას საწვავზე, ასევე  მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების გასამმაგებას.

„ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობების ფონზე, ეს გამოიწვევს მოსახლეობის მეტად გაღარიბებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას ავტო იმპორტიორებში.

აქციის მონაწილეები 15 საათზე მოაწყობენ მსვლელობას და გაემართებიან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით. თბილისში პარლამენტის შენობის წინ კი მოეწყობა საპროტესტო  აქცია -პერფომანსი“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დედაქალაქის პარალელურად აქცია ქუთაისში - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ზუგდიდის ცენტრში ჩატარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics