|
2016-12-09 21:27:13, 1521 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ეუთო-ში მიღებული განცხადება ცალსახად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს
განცხადება [პირველად 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ განცხადება მიიღო], ცალსახად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაცია არის კონფლიქტის მხარე, ასევე ეუთო-ს წევრი ქვეყანა და ეუთო-ში ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება კონსენსუსს ვერ ხდება საერთო დოკუმენტის მიღება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თაობაზე მიიღო განცხადება. „გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაცია არის კონფლიქტის მხარე, ასევე ეუთო-ს წევრი ქვეყანა და ეუთო-ში ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება კონსენსუსს ვერ ხდება საერთო დოკუმენტის მიღება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თაობაზე მიიღო განცხადება, რომელიც ცალსახად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - აღნიშნა მინისტრმა. მინისტრი თქმით, განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე, ჟენევის მოლაპარაკებების და ძალის არგამოყენების საკითხზე პროგრესის მიღწევის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე. მისივე თქმით, საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას პროცესს. „მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება გახდება ეუთოს მინისტერიალის პაკეტის ნაწილი და ეს იქნება პირველი დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ" - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)