|
2015-03-24 18:46:32, 937 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი ფადი ასლის მოუწოდებს, ზოგადი განცხადებების ნაცვლად, ბიზნესის „შევიწროვების“ კონკრეტული შემთხვევები მიაწოდოს
ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი საქართველოში შემოსავლების სამსახურის მხრიდან ბიზნესის რეკეტსა და შევიწროვებასთან დაკავშირებით, ფადი ასლის განცხადებას ეხმაურება. ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი ფადი ასლის მოუწოდებს, ზოგადი ხასიათის განცხადებების ნაცვლად, სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბიზნესის „რეკეტისა“ და „შევიწროვების“ კონკრეტული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, რომელსაც შეისწავლიან. "აღნიშნული არ წარმოადგენს მისი მხრიდან გაკეთებულ ანალოგიური შინაარსის პირველ განცხადებას, რომელიც ზოგადი ხასიათისაა და მოკლებულია კონკრეტიკას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის მხრიდან ბიზნესის შევიწროვების თაობაზე ბატონი ფადი ასლის მიერ გაკეთებული წინა განცხადება (რომელიც ასევე ზოგადი ხასიათის იყო). განცხადებასთან დაკავშირებით, შედგა შესაბამისის კომუნიკაცია საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) ხელმძღვანელთან ფადი ასლისთან. განცხადების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მასში მოაზრებული შემთხვევებიდან, ნაწილზე უკვე დასრულებული იყო ადმინისტრაციული წარმოება გადამხდელის სასარგებლოდ, ნაწილზე - მოგვიანებით დაკმაყოფილდა გადამხდელთა მოთხოვნები, ხოლო ერთ შემთხვევაში - უფლების დარღვევის ფაქტი გადამხდელის მიერ არ დადასტურდა. ჩვენ მზად ვართ შევისწავლოთ და სათანადო რეაგირება მოვახდინოთ ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა თითოეულ პრობლემაზე. შესაბამისად, მოვუწოდებთ ბატონ ფადი ასლის, ზოგადი ხასიათის განცხადებების ნაცვლად, მოგვაწოდოს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბიზნესის „რეკეტისა“ და „შევიწროვების“ კონკრეტული შემთხვევები, თუკი ის არ იქნება დასაბუთებული, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ განცხადებაში მოყვანილი შეფასებები მოკლებულია რეალურ საფუძველს და არ ემსახურება ბიზნესის ინტერესების დაცვას",-ნათქვამია ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)