|
2016-12-08 14:25:39, 1422 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია-ტრენინგი ჩატარდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტებისთვის სახელმწიფოებრივ და სამართლებრივ საკითხებზე საჯარო ლექცია-ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ეწსრებოდნენ. დამსწრეთა უმრავლესობას წარმოადგენდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები. შეხვედრა თსუ-ის სტუდენტების ორგანიზებით ჩატარდა. ლექტორ-ტრენერი იყო საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, სამართლის მაგისტრი ალი ბადიროვი. ლექციის ენა იყო ქართული, თუმცა სტუდენტებს შეეძლოთ შეკითხვების დასმა როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. შეხვედრაზე განხილული იქნა როგორც საკონსტიტუციო, ასევე საარჩევნო სამართლის საკითხები. შეკითხვები ძირითადად ეხებოდა ეთნიკური უმცირესობების უფლებებს და მათი ინტეგრაციის პრობლემებსაც. „ვფიქრობ, რომ საინტერესო შეხვედრა შედგა. მადლობას ვუხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მის სტუდენტობას ასეთი შეხვედრის ორგანიზებისთვის. ჩემი აზრით, ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი. საინტერესო ლექცია-ტრენინგი შედგა. რაც უფრო ხშირი იქნება ასეთი შეხვედრები, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, ეს მით უფრო წაახალისებს სტუდენტებს, სწავლისადმი სტიმულს გაზრდის და ინტეგრაციის პროცესს გააძლიერებს“, - აცხადებს ალი ბადიროვი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)