11:00 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 12:23:14, 1806 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით მუშაობა მრავალი წლის წინ დაიწყო, არ მინდა ეს პროცესი მხოლოდ „ოცნებამ“ მიიწეროს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ე.წ.  შეჩერების მექანიზმის მიღებაზე გუშინ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, ევროკავშირის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები მალე ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

ამავდროულად კალაძე ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით მუშაობა მრავალი წლის წინ დაიწყო და ეს პროცესი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მიეწეროს.

„ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება. პრემიერ-მინისტრის დამსახურება. მისი ბოლო ვიზიტი მინდა გამოვყო. მთლიანად ეს პროცესი არ მინდა მიეწეროს „ქართულ ოცნებას“.  ძალიან ბევრი წლის წინ დაიწყო ამ მიმართულებით მოძრაობა, მსველობა.  ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა ჩვენს ქვეყანაში როგორც წინა, ასევე იმის წინა ხელისუფლების დროს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი დავაგვირგვინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები დარბიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლობელობა ვიზების გარეშე იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას“, -განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: ტრამპმა შეწყვიტა რუსეთის ბრძოლის ველზე გამარჯვების რწმენა
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
FT: ევროკავშირი რუსეთის მიერ იმპორტის აკრძალვის შემდეგ სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო დახმარების ზომებს ამზადებს
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics