|
2016-12-06 12:41:07, 1133 ნახვა
რეგიონი
აჭარაში მომსახურების ხარისხი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა
აჭარაში მომსახურების ხარისხი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კვლევამ, რომელიც რეგიონში „იდუმალი სტუმრი“-ს მეთოდით განხორციელდა სერვისში დადებითი ტენდენციები გამოავლინა. კერძოდ, წინა წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა რეგიონში საუკეთესო და 11%-ით კარგი სერვისის მქონე სასტუმროების რაოდენობა. რაც შეეხება დაბალი სერვისის მქონე სასტუმროების რიცხვს, ის წინა წელთან შედარებით 14%-ითაა შემცირებული. ზოგადად, მომსახურების ხარისხი სასტუმროებში 7%-ით, მარკეტინგი 13%-ით, ხოლო კონფლიქტური სიტუაციების მართვა 14%-ითაა გაუმჯობესებული. დადებითი ტენდენციები ფიქსირდება კვების ობიექტებშიც. 5%-ითაა გაზრდილი აჭარაში საუკეთესო და 17%-ით კარგი სერვისის მქონე კვების ობიექტების რაოდენობა. რაც შეეხება დაბალი სერვისის მქონე კვების ობიექტებს მათი რიცხვი წინა წელთან შედარებით 2%-ითაა შემცირებული. კონფლიქტური სიტუაციების მართვის მენეჯმენტი ზოგადად, რესტორნებსა და კაფეებში 13-ითაა გაუმჯობესებული. რასაც ვერ ვიტყვით პერსონალის მომსახურების კულტურაზე, რომელიც წინა წელთან შედარებით 1 % -თაა შემცირებული. „წელს, პროექტის ფარგლებში 150 ტურისტულ ობიექტში განვახორციელეთ სერვისის კვლევა. სასიხარულოა, რომ კვლევაში დადებითი ტენდენციები გამოიკვეთა და რეგიონში გაიზარდა მაღალი სერვისი მქონე სასტუმროებისა და რესტორნების რაოდენობა. ჩვენ იდუმალი სტუმრის შედეგებსა და რეკომენდაციებს მასში მონაწილე ობიექტებს ინდივიდუალურად მივაწვდით. ყველა ბიზნეს ოპერატორისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს სად აქვს ხარვეზები ან რა უპირატესობებს ფლობს. სერვისის კვლევის შედეგები მათ დაეხმარება უკეთესად დაგეგმონ საკუთარი ბიზნესის განვითარება და გაითვალისწინონ მომხმარებლის შეფასებები“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. მიმდინარე წელს, „იდუმალი სტუმრი“-ს მეთოდით სერვისის ხარისხი აჭარაში 150 რესტორანსა და სასტუმროში დადგინდა. კვლევის შედეგად 90 სასტუმროს პერსონალი შემოწმდა თუ როგორ ღებულობენ სტუმრებს სასტუმროს მიმღებში, როგორ უმკლავდებიან კონფლიქტურ სიტუაციებს, რამდენად ხარისხიანად ემსახურებიან, როგორი აქვთ მარკეტინგი, ასევე როგორია სასტუმროს ვიზუალური მხარე, რამდენად სუფრთა და აღჭურვილია ნომერი. აჭარაში არსებულ 60 კვების ობიექტში კი მომსახურების ხარისხი შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრა: რესტორნის ატმოსფერო და ჰიგიენა, პერსონალის მომსახურების კულტურა, კერძების ხარისხი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, დაჯავშნის სისტემა და მარკეტინგი. „იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგია მომსახურების სფეროში ხარისხის შეფასების ყველაზე ზუსტ ბარომეტრად ითვლება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნულ მეთოდს რეგიონში მომსახურების ხარისხის დონის დასადგენად და გასაუმჯობესებლად 2014 წლიდან იყენებს. 2014 წელს პროექტის ფარგლებში ტურისტული სააგენტოები, 2015 წელს კი სააგენტოებთან ერთად განთავსებისა და კვების ობიექტები შემოწმდა.
(NS)
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)